სამშაბათი, 2026-04-14, 6:59 AM
მოგესალმები, Гость | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » აბა გამოიცანი?!
11:33 PM
აბა გამოიცანი?!
რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?

დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?

მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?

ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?

ლენინი როდის იცავდა მეფეს?

როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?

რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში?

როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?

კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?

წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?

ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?

რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?
პასუხი: (რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს)

როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ?

მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?

შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?
პასუხი: (დასველდება)

რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?

რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?

რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?
პასუხი: (რომელსაც ყველაზე დიდი თავი ჰქონდა)

რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?
პასუხი: (ტოლი მასა აქვთ)

სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?
პასუხი: (რუკაზე)

საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?
პასუხი: (2-ჯერ)

მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე?
პასუხი: (ერთი მოკლული ბუზი, დანარჩენები გაფრინდნენ)

ქალაქში ერთ თვეში 30 მმ ნალექი მოვიდა. რამდენი მმ ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში?
პასუხი: (პასუხის გაცემა შეუძლებელია)

კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?
პასუხი: (არა, რადგან ქართულში მხოლოდ 33 ასოა)

სად თიბავენ თივას?
პასუხი: (არსად. თივა მოთიბული ხმელი ბალახია)

კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?
პასუხი: (წინ უნდა წავიდეს)

როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?
პასუხი: (როცა თავი ფანჯარაში აქვს გაყოფილი)

მიზანში ამოღების დროს რატომ ხუჭავს მონადირე მხოლოდ ერთ თვალს?
პასუხი: (იმიტომ, რომ თუ ორივეს დახუჭავს, ვერაფერს დაინახავს)

შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?
პასუხი: (შეიძლება. ერთი ჭიქით მანამ ვასმევთ, სანამ არ დათვრება)

რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?
პასუხი: (ორივეს აქვს რქა)

ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?
პასუხი: (შეიძლება. მას ჰყავს ორი მხედველი და)

გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?
პასუხი: (მამა)

როგორი წყლის გადატანა შეიძლება საცრით?
პასუხი: (გაყინულის)

გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?
პასუხი: (არა, რადგან ერთის შეჭმის შემდეგ, უზმო აღარ იქნებით)

გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რამდენიმე კუ. პირველმა თქვა, რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა, რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის გზაზე?
პასუხი: (გზაზე მიდის სამი კუ)

შედიხათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?
პასუხი: (ასანთს)

რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?
პასუხი: (არავის ახსოვს, როდის დაიბადა და არავინ იცის, როდის მოკვდება)

მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?
პასუხი: (არა, რადგან ის მარტოხელა იყო, ანუ ცოლი არ ჰყავდა)

ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?
პასუხი: (28 რიცხვი ყველა თვეშია)

წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს 30 რიცხვს?
პასუხი: (ასეთია 11 თვე)

რა უნდა იცოდეს სასრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?
პასუხი: (ავადმყოფის მისამართი)

პასუხი: (სახელი)
პასუხი: (როცა ძინავს)
პასუხი: (დროის)
პასუხი:(ჩრდილი)
პასუხი: (თანაბარი რაოდენობით შეგვხვდება)
პასუხი: (1691)
პასუხი: (გძინავს?)
პასუხი: (კნუტი)
პასუხი: (როცა ჭადრაკს თამაშობდა)
პასუხი: (სველი)
პასუხი: (ოთხი ან ხუთი)
პასუხი: (მშრალი)
პასუხი: (ხერხი)
პასუხი: (ქოლგას)
პასუხი: (დედამიწა, რადგან იგი ზღვებსაც შეიცავს)
პასუხი: (გაჩერებული)
პასუხი: (1961)
პასუხი: (კარები)
პასუხი: (სიზმრის)
პასუხი: (თებერვალში)
ნანახია: 679 | დაამატა: HuuBa | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები