სამშაბათი, 2026-06-02, 8:02 AM
მოგესალმები, Гость | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » აკაკი გეწაძე: იისფერ ჯვართან
9:14 PM
აკაკი გეწაძე: იისფერ ჯვართან
როდესაც დედას გულსა და თვალში
შუადღის შუქი ჩაუდგა მრუმედ,

სახლში სიცილით დავრბოდი ბავშვი,

დედა მძინარე მეგონა თურმე.

მერმე...

იქ, სადაც ხშირი ჯვრებია,

დრო-დრო მივყავდი ბედკრულ ბებიას.

და სადაც ესვა ცისფერი ჯვარი,

დაეცემოდა მიწას მუხლებით,

ყვავილებს რწყავდა ცრემლების ღვარი.

წვიმდა და წვიმდა თვალთა ღრუბელი,

მე კი ვეკიდე თალხისფერ კალთას,

გულში ბავშვური ფიქრები იწვა,

მიკვირდა:

მუდამ ამ ცისფერ ჯვართან

რად დასტიროდა ბებია მიწას...

და სხვა ქალებიც, როგორც ბებია,

რად დასტიროდნენ მიწას ჯვრებიანს?!

არა ვიცოდი მაშინ დარდების,

არც-რა გვარბევდა ცხოვრების გზაზე,

თუნდაც ის...

მიწას მოსილს ვარდებით

რად დასტიროდა ბებია ასე?!

ერთხელ ვკითხე და მისი თვალები

მეტი ღრუბლით და ცრემლით აივსო,

და ჩუმად მითხრა,

გულათრთოლებით:

- ეს მიწა შენი დედა არისო.

ცა იყო მზით და ცრემლით გამთბარი,

ცრემლმა და მიწამ გამათბო ბავშვი.

მიმოვიხედე...

მთელი მთა-ბარი

სულ სხვანაირი მეჩვენა მაშინ...

შენს სახელს ვფიცავ, მზეო ნათელო,

მზეო, ჩემ სულში ჩამდგარო სვეტად,

სწორედ იმ დღიდან მე საქართველო

მიყვარს, ვით ჩემი მშობელი დედა.
ნანახია: 977 | დაამატა: HuuBa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები