9:17 PM ჩემი სახელი ?-არანორმალური | |
| მე ვარ... როგორ გითხრათ... არანორმალური... ჩემი სიმშვიდეც არის ფორმალური... ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ, როგორ გითხრათ - არანორმალური... ცხოვრებით ვთამაშობ... დღეს მაქვს პაემანი, შუადღის თორმეტზე, ალბათ სიჩქარში ქუსლებსაც მოვიტეხ. თუ გსურთ მესაუბრეთ წესებზე, ნორმებზე... მოგისმენთ, მოგისმენთ... მერე, ქარს გავატან თქვენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრტებივით ფარფატა სიყვარულს- არ ვგრძნობ სინანულს... გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩვენი სხეული, ხოდა, გავიყარეთ, უხმოდ და უსიტყვოდ... დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური, და ჩემი ცხოვრება ტრაგი-კომედია, და მე მთავარ როლში - არანორმალური... სევდა მომერია... | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
