ოთხშაბათი, 2026-04-08, 1:49 AM
მოგესალმები, Гость | RSS
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 32
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » EnIgMa
11:30 PM
EnIgMa
1801 წელს პარიზელმა გამომცემელმა ჟორჟ ლიუზემ თავის ჟურნალში დაბეჭდა გამოცანა, რომელსაც ასეთი განცხადება წაუმძღვარა: ერთმა მდიდარმა ამ გამოცანაზე სამ თვეს ამაოდ იმტვრია თავი და იგი ათი ათას ლივრს ჰპირედებოდა იმას, ვინც პირველი ამოხსნიდა, ხოლო შემდეგი ათი გამომცნობი კი მიიღებდა ვოლტერის, რუსოსა და სხვა სახელგანთქმული მწერლების ნაწარმოებთა მდიდრულ გამოცემებს.
ამ გამოცანის ამოხსნაში მთელი საფრანგეთი ჩაება. ყოველი მხრიდან ლექსად თუ პროზად რედაქციაში ათასობით წერილი იგზავნებოდა. ამ წერილების გადასარჩევად ლიუზე იძულებული გახდა გაეზარდა კანტორაში მოსამსახურეთა შტატი. ქუჩებში გაისმოდა სალაღობო სიმღერები ამ გამოცანის შესახებ, ხოლო ერთმა თეატრმა ვოდევილიც (მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა) კი დადგა, სათაურით “ბატონ ლიუზეს გამოცანა”. დანიშნულ დღეს გამოქვეყნდა პასუხი. ეს გამოცანა გამოიცნო ღარიბმა უნტეროფიცერმა, რომელიც კინაღამ გაგიჟდა.

გამოცანა კი გამოიყურებოდა ასე:

– მთლად ჭაბუკი ვარ და მთლად მოხუცი,
ყინულებრ ცივი, ცეცხლივით ცხელი,
თმასავით წვრილი, კასრივით სქელი,
სათნო და თავზე ხელაღებულუ.
კუპრივით შავი, თოვლივით თეთრი,
კუსავით ნელი, არჩვივით მკვირცხლი,
ისეთი სუსტი, როგორც ლერწამი
და ისე მძლავრი, ვითარცა მუხა,
ისე ღარიბი, როგორც იობი, ისე მდიდარი ვით მეფე კრეზი,
მე წრიული ვარ და კვადრატული, შმაგი გრიგალი, წყნარი ნიავი,
მე ვარ დემონი და ანგელოზი, ვარ მოკვდავი და მარადიული,
მუდამ სნეული, მარად ჯანმრთელი, მა ვარ ბუმბულზე უფრო მსუბუქი
და ათი ათას ტონაზე მძიმე, ვარ ყველგანმყოფი და მიჯაჭვული,
ვარ ცოლიანი და მარტოხელა– გამოიცანი აბა, ვინა ვარ?

აი გამოცანაც აბა რომელი თგვენგანი იყოჩაღებს და გამოიცნობს. პასუხი მოგვიანებით იქნებ
ა კ
ომენტარებში.
ნანახია: 659 | დაამატა: HuuBa | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები