9:26 PM ღიმილი. | |
| - ძალიან გვინდოდა, თქვენთან ღიმილზე გვესაუბრა. - გაიღიმე! მიუხედავად ყველაფრისა, მზე მაინც ყოველ დილით ამოდის და ახალი დღე იწყება. თენდება! არისტოტელეს აზრით, ადამიანს ცხოველისაგან სიცილის უნარი განასხვავებს. როცა ეს სიტყვები ჩემს ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე, გადავწყვიტე, ღიმილზე დამეწერა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ჰოდა, ამიტომაც გაიღიმე. ადამიანები მაშინ იღიმებიან ყველაზე ხშირად, როცა რაღაც კარგი ხდება მათ თავს. თუმცა ეცადე, ცუდის მერეც გაიღიმო და იმედი გქონდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, ძნელია გაღიმება, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ ან შეყვარებულს ეჩხუბე. ეს ორი (და მისი მსგავსი) მოვლენა მუდამ უარყოფითად აღიქმება, მაგრამ წარმოიდგინე, ამასაც კი აქვს დადებითი მხარე. ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყება. შენი მშობლებისთვის და შენთვისაც ასე ჯობდა, მალე სიყვარულსაც იპოვი. თავი მაღლა ასწიე და გაიღიმე! ნუ შეგრცხვება, ყველას გასაგონად იყვირო: ,,მიყვარხარ!", ,,რა ბედნიერი ვარ!", ,,გამოვიდა!" და ა.შ. დაე, ჩაგთვალონ ბედნიერ შეშლილად! გაიღიმე! მერე რა, თუ ყველა შენს მეგობარს ვიღაც ეპრანჭება, ვიღაც უყვარს, შენ კი არა, სამაგიეროდ, პირველი სიყვარული ჯერ კიდევ წინ გაქვს, მათ კი უკვე გაიარეს. ჰოდა, კარგის მოლოდინს რა სჯობს? ამიტომაც გაიღიმე! ყველა პრობლემაზე ნუ დაღონდები, ნუ იჩხუბებ და ნუ იწუწუნებ. წარმოიდგინე, რა ბედნიერი ხარ, უარესი რომ არ მოხდა. არა გყავს ბევრი მეგობარი? მერე რა, ის რამდენიმეც იმდენად კარგია, რომ მეტი არც გჭირდება. საერთოდ არა გყავს მეგობრები? ე.ი. იმდენად ძლიერი ხარ, რომ თავად ხარ საკუთარი თავის მეგობარი იქამდე, სანამ სხვას არ იპოვი. ნახე, ყველაფრის მიუხედავად, მზე ისევ ამოდის, ჩიტები ისევ ჟღურტულებენ და შენც ისევე ცხოვრობ დედამიწაზე. ამიტომაც ნუღარ დაღონდები და გაიღიმე! | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
